24 აპრილი 2024,   18:11
ვრცლად
გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული ავტოტექნიკა გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სატრანსპორტო საშუალებები აქვს. 12 ერთეული ავტოტექნიკა ქართულ მხარეს გერმანიამ გადასცა.

საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, "შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო.

გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ კნირში აცხადებს, 12 სატრანსპორტო საშუალება საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა.

"მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ლოჯისტიკური დანიშნულების 12 სატრანსპორტო საშუალება საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გადამეცა. პროექტი, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ვამზადებდით, მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებას. მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის ძალებმა მოგვაწოდა. როგორც ხედავთ, შევიძინეთ 12 ერთეული სატვირთო ავტომობილი. მათ ნაწილს აქვს წყალმზიდის ფუნქცია, ნაწილს კი - კონტეინერმზიდის. მათი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო მისიებში, საერთაშორისო მისიებში, ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ასევე, სამოქალაქო მიზნებისთვის, მაგალითად სტიქიური უბედურებების დროს," განაცხადა ჰუბერტ კნირშიმ.

დღის ამბები