24 აპრილი 2024,   16:47
ვრცლად
500 მილიონი ლარის ჩამოწერილი მედიკამენტი კრახით დასრულებული პროექტია - "ლელო" ჯანდაცვის სამინისტროს აკრიტიკებს

C - ჰეპატიტის სამკურნალო ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს პოლიტიკური პარტია "ლელოც".

პარტიის წევრები პრობლემის მიზეზებად იმ ფინანსურ ბარიერს ასახელებენ, რომელიც C -ჰეპატიტის სკრინინგისთვის იყო დაწესებული.

იურისტი, პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ ხუთასი მილიონი ლარის ჩამოწერილი მედიკამენტი კრახით დასრულებული პროექტის მანიშნებელია, ეს ციფრი კი კატასტროფული მაჩვენებელი.

"ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროგრამას კატასტროფულად და არაეფექტურად მართავს. სამინისტრომ ჩამოწერა ხუთასი მილიონი ლარის მედიკამენტი რაც კატასტროფაა," განაცხადა საბა ბუაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი, პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" წევრი ვახტანგ სურგულაძე აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა არასწორ დაგეგმარებაში იყო და სწორედ ამიტომ ჩავარდა პროგრამა.

"იყო კარგი იდეა და კარგი პროგრამა, მაგრამ არ ჰქონდა კარგი მენეჯმენტი და ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც უნდა ყოფილიყო,"- განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.

დღის ამბები