25 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი იღებს

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების "ბოინგის" ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი იღებს.

მათი განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა საბრძოლო მოქმედებების ზონასთან ახლოს მფრინავი თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად აღიქვა და ჩამოაგდეს. როგორც ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, ტრაგედიის მიზეზი "ადამიანური ფაქტორი" გახდა.

გენერალურმა შტაბმა პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

"ფრენის დროს თვითმფრინავი ახლოს იყო ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტთან და მტრის ობიექტს წააგავდა ფორმაში და სიმაღლეზე,"- ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.

სატელევიზიო მიმართვაში გენერალმა ამირ ალი ჰადიზადემ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ოპერატორმა, გადაწყვეტილება 10 წამში დამოუკიდებლად მიიღო. ჰადიზადეს თქმით, მას "ერჩია მომკვდარიყო" და ამ კატასტროფის შესახებ არ გაეგო.

 

დღის ამბები