25 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
ხმაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩზე - მოსახლეობა კომპანია "გრინვეის" დაუპირისპირდა

ხმარური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩზე - მოსახლეობა კომპანია "გრინვეის" დაუპირისპირდა, ისინი ავტოსამრეცხაო მშენებლობას აპროტესტებენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია "გრინვეი"-სგან მათ სიტყვიერი შეთანხმება მიიღეს, რომლის თანახმადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სერვისცენტრის მხოლოდ ხუთი "ბოქსი" უნდა განთავსებულიყო, თუმცა კომპანიამ პირობა  დაარღვია და დღეს მეექვსე შენობის მშენებლობაც დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

ადგილზე მისულია უბნის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, რომელიც კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ცდილობს.

ერთ-ერთი ადგილობრივი ნინო კამკამაძე "კურიერთან" განმარტავს, რომ მოსახლეობა კომპანია "გრინვეისთნ" კომპრომისზე ერთხელ უკე წავიდა, ამჟმად კი დათმობას აღარ აპირებენ. 

"სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა, ისედაც კომპრომისზე წავედით და ხუთი "ბოქსი" ჩავადგმევინეთ. აღარ არის ადგილი და სუნთქვის შესაძლებლობა, მაშინ ფანჯრები უნდა ამოვიქოლოთ. დავიბარეთ გამგებელიც და უკვე მოდის ბექა ნაცვლიშვილიც გვეხმარება, რომელიც ჩვენი დეპუტატია, არ უნდა აშენდეს აქ მეექვსე ნაგებობას თორე ეზოც აღარ გვექნება,"- განაცხადა ნინო კამკამაძემ.

დღის ამბები