20 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
გრიპის ვირუსით იაშვილის კლინიკაში ყოველდღიურად საშუალოდ 80-მდე ბავშვი შეჰყავთ

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 11 ვირუსული პაციენტი მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, პაციენტების ნაკადი მომატებულია. მიუხედავად ამისა, როგორც კლინიკაში აცხადებენ, გასულ წელთან შედარებით სტატისტიკა შემცირებულია.

ყოველდღიურად, საშუალოდ 80-მდე ბავშვი შეჰყავთ გრიპის ვირუსით იაშვილის კილინიკაში. ექიმების განცხადებით, დეკემბრის შემდეგ მიმართვიანობა გაზრდილია. მომატებულია ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც. მედიკოსების თქმით, სტატისტიკის მატების მუხედავად, გართულებები არ არის.

დღის ამბები