19 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ავსტრალიაში ანტისამთავრობო გამოსვლებია - ხელისუფლებისგან ხანძრების შესაჩერებლად აქტიურ მუშაობას მოითხოვენ

ავსტრალიაში ანტისამთავრობო გამოსვლებია. აქციის მონაწილეები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მთვარობის პოლიტიკას აკრიტიკებენ და ხელისუფლებისგან ხანძრების შესაჩერებლად აქტიურ მუშაობას მოითხოვენ.

დემონსტრაციების ფონზე ავსტრალიის პრემიერი სკოტ მორისონი მოსახლეობას საგამოძიებო კომისიის შექმნას პირდება.

მაშველები დამწვარ ტყეებში ცხოველების გადარჩენას ცდილობენ. მეხანძრეებმა ვერტმფრენების საშუალებით სტიქიის ზონაში კენგურუებს საკვები ჩაუტანეს.

ქვეყანაში მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე თვეა ებრძვიან. სტიქიას უკვე 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა ასეულობით სახლი და 10 მილიონზე მეტი ჰექტარი ტერიტორია.

სტიქიურმა უბედურებამ მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა.

ამავე თემაზე
დღის ამბები