16 აპრილი 2024,   21:48
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს გურიაში პრასით და ლობიოთი ხვდებიან

"რუსულ ფოდნოსზე" დადებული პრასი და ლობიო მჭადით - გურიის ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ასე ხვდება. "ნაციონალური მოძრაობის" განაცხადებით, ზურაბიშვილმა გურულების ტრადიციული კალანდის ჩატარება 6 საათით ადრე მოითხოვა, რაც მათთვის მიუღებელია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები შალვა რადიანის სახლ-მუზეუმს, სადაც პრეზიდენტის ვიზიტის დროს კალანდა უნდა გაიმართოს ამ ხონჩით უახლოვდებიან. 

"ზურაბიშვილი მდიდრულ სუფრებს არის შეჩვეული, გურიაში კი ხალხს ლობიო და მჭადიც არა აქვს, ამიტომაც დავხვდით ასე" - აცხადებს ოზურგეთის "ნაციონალური მოძრაობის"ლიდერი ბესო ქათამაძე.

დღის ამბები