ნიკა მელიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის მიერ მისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას აპროტესტებს.
პარალელურად, კვირის ბოლოს პარლამენტში დეპუტატებმა ნიკა მელიას ადგილმონაცვლის საკითხზე უნდა იმსჯელონ.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელიას მიმართ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური იყო.
"ყოველგვარი აზრი ეკარგება ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ დასკვნაა, რადგან არ არსებობს რაიმე ინსტრუმენტი, რომ მას კვლავ აღუდგეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. უკანონოა პარლამენტის დადგენილება, როდესაც ჯერ არ არსებობდა უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. დადგენილების ასე მიღება არ შეიძლება,"- განაცხადა ადვოკატმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი კახიანს კი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ ეპარება და აცხადებს, რომ ვისაც გადაწყვეტილების კონსტიტუციურობაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ განცხადება დაწერონ და შესაბამისი ორგანოსგან პასუხი მოითხოვონ.
"თუ მათ გონიათ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება იყო არაკონსტიტუციური, შეუძლიათ განცხადება გააკეთონ და მოითხოვონ პასუხი, ისინი ძალიან მალე გაიგებენ, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციური იყო,"- განაცხადა გიორგი კახიანმა.