19 იანვარი 2020,   08:46
ვრცლად
ბასიანის საქმეზე დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს 

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულის საქმეზე საქალაქო სასამართლოში  ამ წუთებში მსჯელობენ.

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანი, რომელიც ღამის კლუბიდან გააძევეს, კლუბში იარაღით დაბრუნდა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა.

პროკურორ ლაშა გამყრელიძის განცხადებით, კლუბ "ბასიანთან" ბრალდებულმა სანადირო თოფის ტიპის იარაღით 15 გასროლა განახორციელა.

"კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე ბრალდებულმა  15 გასროლა განახორციელა. ეს არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას, რაც დასჯადი არის სისხლის სამართლის კანონით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი იარაღი წარმოადგენდა სანადირო თოფის ტიპის იარაღს," - განმარტა საქმის პროკურორმა.

დღის ამბები