25 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძის განმარტებით, გრიპის გავრცელების მაჩვენებლის მიხედვით, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის აუცილებლობა არ არის.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის განცხადებით, ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან სასწავლო პროცესს კავშირი არ აქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო დაწესებულებებმა ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

ასევე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვირუსით ამბულატორიულ დაწესებულებებში მიმართვიანობამ, წინა კვირასთან შედარებით, მცირედით მოიმატა. 

"დღეისათვის მიმართვიანობა ამბულატორიულ დაწესებულებებში ოდნავ მოიმატა წინა კვირასთან შედარებით. ახლა არის 220-მდე მაჩვენებელი. მთავარი რეკომენდაცია: ხელების ხშირი დაბანა არის ძალიან კარგი მეთოდი გრიპის თავიდან ასაცილებლად.

ორსულებს ისევ და ისევ ვთხოვთ, რომ მათთვის ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ ორსულებს შეუძლიათ მიმართონ და აიცრან," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები