28 თებერვალი 2020,   03:36
ვრცლად
რუსი ჰაკერები უკრაინულ კომპანიაში ტრამპის ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილზე კომპრომატს ეძებდნენ - ამერიკული მედია

რუსი ჰაკერები, ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში ტრამპის ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილზე კომპრომატს ეძებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ჰაკერებმა კომპანია "ბურისმაზე" იერიში 2019 წლის ნოემბერში მიიტანეს. იმ პერიოდში კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილი იყო. გავრცელებული ინფორმაცით, სწორედ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება სთხოვა ტრამპმა სატელეფონო საუბრების დროს ზელენკის.

დემოკრატებმა შტატების პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს და იმპიჩმენტის პროცესი დაიწყეს.

დღის ამბები