28 თებერვალი 2020,   02:23
ვრცლად
"ქართული ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე წამოიჭრას ოკუპაციის პრობლემა - კანდელაკი

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაცია განაგრძეს. უკანონო ინსტალაციების აღმართვა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივნის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება არაფერს აკეთებს, ოკუპაციის თემის საერთაშორისო დონეზე გააქტიურებისთის. მისივე თქმით, საქართველოს ოკუპაციის საკითხი არც გერმანიის კანცლერისა და პუტინისბოლო შეხვედრის დროს განხილულა.

"გერმანიის კანცლერი იყო მოსკოვში და ესაუბრა პუტინს. შეგვიძლია დავსვათ კითხვა, ესაუბრა თუ არა საქართველოზე და წამოიჭრა თუ არა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თემა. პასუხი არის მარტივი - არა, რადგან "ქართული ოცნება" არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთ დონეზე წამოიჭრას ეს თემები,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. პროცესის შესახებ უკვე ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს.

დღის ამბები