25 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
"ისინი ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს" - გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ დაწყებულ ბორდერიზაციის საკითხს გამოეხმაურა. ვოლსკი ბორდერიზაციის პროცესს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.

"ისინი ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს. ყოველდღე ესეთი განცხადებების კეთება თუ რატომ გვაქ ასეთი რთული მდგომარეობა და ამის აპელირება არის პოლიტიკური მიზნის მისაღწევი გზა,"  - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. პროცესის შესახებ უკვე ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებს.

დღის ამბები