26 აპრილი 2024,   00:50
ვრცლად
"ბასიანზე" მომხდარი სროლის საქმის გადაკვალიფიცირება არ უნდა მომხდარიყო - "ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას მიმართავს

კლუბ "ბასიანზე" მომხდარი სროლის საქმეს "ევროპული საქართველო" ეხმაურება. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ საქმის გადაკვალიფიცირება არ უნდა მომხდარიყო და პროკურატურას მოუწოდებენ, მუხლი შეცვალოს, რადგან ბრალდებულმა 3 პირს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება განზრახ მიაყენა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მძიმე დანაშაულის მიმართ გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება არის შემწყნარებლური, ეს მსგავსი დანაშაულებების ჩადენის რისკს კიდევ უფრო ზრდის.

"მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას, გადახედოს აღნიშნული დანაშაულის კვალიფიკაციას, ვინაიდან ყოველი ასეთი ქმედება, როდესაც გენერალური პროკურატურის დამოკიდებულება მძიმე დანაშაულის მიმართ არის შემწყნარებლური, კიდევ უფრო ზრდის მსგავსი დანაშაულების ჩადენის რისკს და კიდევ უფრო დაუცველად ამყოფებს ჩვენს საზოგადოებას," - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"ბასიანის" საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანის მიმართ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, შესაძლო სასჯელის ვადა შემცირდა. დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები