23 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
პროკურატურამ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა

პროკურატურამ ბიზნესმენსა და TV პირველის დამფუძნებლის მამას ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა.

ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი.

პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ავთანდილ წერეთელი 19-დან 30 იანვრის ჩათვლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა და სთხოვა, დაგეგმილი პროცესები გადაეტანათ. მოსამართლე საკითხს ხვალინდელ  სხდომაზე განიხილავს. 

ავთანდილ წერეთელს პროკურატურა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

დღის ამბები