25 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
მიხეილ კალანდიას პროცესი - ადვოკატი ბრალდების მოწმეზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას დღევანდელი სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგი ჯანაშია უნდა გამოიკითხოს.

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის უფლებადამცველი ზურაბ თოდუა ამტკიცებს, რომ ჯანაშიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს საქმეში არსებულ პოლიტიკურ მოტივებს.

"უნდა დაიკითხოს ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი ჯანაშია და მის დაკითხვამდე განიხილება მისივე შუამდგომლობა, სადაც ის ითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას მისი ჩვენების ნაწილში. რამეთუ დისკომფორტი ექმნება მედიისა თანდასწრებით. ჩემი ღრმა რწმენით, მას დისკომფორტი აქვს იმის გამო, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან მიღებული დავალებები და საპარლამენტო კომისიიდან მიღებული დავალებები, თუ როგორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სასამართლოს, უჭირს, დამატებითი დრო სჭირდება ტრენინგისთვის," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

დღის ამბები