20 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
"ანას ბაღის" საქმე - აქციაზე დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი დღეიდან იწყება

ვარკეთილში, "ანას ბაღთან" დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი დღეიდან იწყება. ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

შემთხვევა ვარკეთილში, 10 იანვარს მოხდა. დაკავებულები მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი "ანას ბაღის" გადასარჩენად აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავს.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაზე საუბრობს და ბრალის გაუქმებას ითხოვს. მუხრან ღურწკაიას თქმით, პროცესზე დაცვის მხარე მოწმეებს წარადგენს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დაკავებულების მხრიდან ხულიგნობის ან პოლიციის დაუმორჩილებლობის ფაქტები არ ყოფილა.

"ათივე სამართალდარღვევათა მიმართებაში, პოლიციის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის, რომ მათ დაარღვიეს და გაუწიეს პოლიციელებს წინააღმდეგობა. თუ სასამართლო არ გაითვალისწინებს ჩვენს არგუმენტაციას და ჩვენს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ბუნებრივია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და აუცილებლად გავასაჩივრებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.  

დღის ამბები