მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტები, მხოლოდ მშვიდობიანი გზა - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ბორდერიზაციის განახლებას ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიებია და დიპლომატიური ბერკეტები ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.
"ოკუპირებული ტერიტორია არის ერთ-ერთი პრობლემა და ჩვენ გვაქვს მხოლოდ დიპლომატიური ბერკეტები, მხოლოდ მშვიდობიანი გზა. უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, რაც არსებობს დედამიწის ზურგზე და ვიყენებთ მაქსიმალურად," - განაცხადა ზურაბიშვილმა.