20 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას - ISFED

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის არჩევნების გამჭვირვალობას - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს ცესკოსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ავტორობით პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით ინიცირებულ კანონპროექტს.

"ჩვენ მოვუწოდებთ, ცესკოს, რომ ნებისმიერი პროცესის ინიცირებისას, რომელიც ეხება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, ეს განახორციელოს რაც შეიძლება ფართო კონსულტაციების პირობებშიო. პარლამენტს კი მოვუწოდებთ, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღოს იმ სახით, რა სახითაც არის ინიცირებული," - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

საკითხი ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულია. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ სხდომაზე დასწრება ღიაა და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს შეუძლიათ საკუთარი არგუმენტები იქ წარმოადგინონ.

"ყველა ცვლილება, რაც კი საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად კიდევ უფრო მაღალი სტანდარტებით იქნეს ჩატარებული არჩევნები. კომიტეტზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვთ შესაბამისად უფლება, რომ თქვან თავიანთი შეხედულებები," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.  

დღის ამბები