19 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
საჯარო სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდება

დღეიდან საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს.

განათლების სამინისტროს რჩევით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სასწავლო დაწესებულებებმა არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყენეს.

დღესვე სააღმზრდელო პროცესი განახლდება საბავშვო ბაღებშიც. პარალელურად, ბაღებში იწყება გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია.

"პანიკის საფუძველი არ  არსებობს, რადგანაც მაქსიმალურად კონტროლდება საჯარო ბაღები. დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან ჩვენ არ მიგვიღია რაიმე რეკომენდაცია სასწავლო პროცესის გადადების შესახებ ასე, რომ სწავლა ჩვეულებირვ განახლდება," - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

დღის ამბები