25 აპრილი 2024,   05:31
ვრცლად
საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დარღვევათა დაუსჯელობა - Human Rights Watch

Human Rights Watch 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელის მიხედვითაც გასული წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობითა და საარჩევნო რეფორმის მოთხოვნით ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა. მასში ნათქვამია, რომ მთავრობამ მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, ძირითადად, გადამეტებული ძალა გამოიყენა. 

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის დაუსჯელობა საქართველოში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

პუბლიკაციაში 5 გვერდი მხოლოდ საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებას ეთმობა. ანგარიშში საუბარია 20 ივნისის მოვლენებზე და ხაზია გასმული საქართველოში შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. ორგანიზაციის განცხადებით, სუსტი რეგულაციები დასაქმებულთა უსაფრთხოების კუთხით უარყოფით როლს ასრულებს.

ანგარიშში მოხვდა "რუსთავი 2"-ის საქმე, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის მხრივ არსებული ვითარება და ლგბტ თემის საკითხები, ასევე ლევან აკინის ფილმის პრემიერასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლები.

Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში 100-მდე ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობაა შეფასებული.

დღის ამბები