19 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
EMC დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის მოთხოვნით საქმეში "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ჩაერთო.

"იემსის" იურისტის ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ისინი სასჯელის გადავადებას უახლოეს პერიოდში მოითხოვენ. მათ შუამდგომლობის მომზადება უკვე დაიწყეს.

 არსებობს ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნა, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებს. ამის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია მივმართოთ სასამართლოს სასჯელის მოხდის გადავადების შუამდგომლობით. ჩვენ დავიწყეთ უკვე ამ შუამდგომლობის მომზადება," - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

დღის ამბები