19 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
რაგბის სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი სავარაუდოდ, მაისიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს 

რაგბის სამხრეთ აფრიკელი სპეციალისტი სვის დე ბრუინი, დიდი ალბათობით, მაისიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იმუშავებს. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც 30 იანვარს გაიმართება.

კავშირის მოქმედი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები დასრულებულია. იმ შემთხვევაში, თუ სვანიძე არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ახალ გამგეობას სწორედ დე ბრუინის კანდიდატურას წარუდგენს.

სვის დე ბრუინი რაგბის სამყაროში საკმაოდ ცნობილი სპეციალისტია. 60 წლის რაგბის სპეციალისტი სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებში შეტევის მწვრთნელად მუშაობდა. 

დღის ამბები