25 აპრილი 2024,   02:10
ვრცლად
ხელისუფლებას აქვს სურვილი, უბრალოდ კონფლიქტში არ შედიან საპატრიარქოსთან, ვინაიდან საარჩევნო წელია - მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძეზე

მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეუფე პეტრე საუბრობს. ყოფილ მიტროპოლიტს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს, რადგან სასულიერო პირის გათავისუფლებაზე არ არსებობს პოლიტიკური ნება. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის შეფასებით, ხელისუფლება საპატრიარქოსთან კონფლიქტში შესვლას ერიდება.

მეუფე პეტრეს თქმით, დეკანოზ მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ კანონში ჩადებული მუხლი ამოქმედდეს და პატიმრობა გადავადდეს.

"სასამართლოს დამოუკიდებლობაზე თავს ვერ მოვიტყუებ, მაგრამ მე ვიცი, რომ ხელისუფლებას პირადად აქვს სურვილი, უბრალოდ ისინი არ უპირისპირდებიან საპატრიარქოს და კონფლიქტში არ შედიან, ვინაიდან, საარჩევნო წელიწადია. მხოლოდ ეს არის მიზეზი.

ჩემი ღრმა რწმენით, ამ შემთხვევაში, სასამართლოსაც და იუსტიციის სამინისტროსაც და კერძოდ მინისტრს, აქვს საშუალება ღვთისაგან, რომ მათ თავიანთი ჩადენილი ცოდვა მამალაძის საქმესთან მიმართებაში და დანაშაული, ნაწილობრივ მაინც გამოისყიდონ.

დიაგნოზის საფუძველზე და იმ არსებული რეალობის საფუძველზე, რომ 10 თვეზე მეტია ადამიანი პარალიზებულია, მწოლიარე მდგომარეობაშია, სარეცელს მიჯაჭვულია, რა თქმა უნდა, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ კანონში გათვალისწინებული და არსებული ეს მუხლი, დეკანოზ მამალაძის და სხვა მსგავსი პატიმრები თუ არსებობს საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში, ყველას მიმართ იქნეს გამოყენებული," - აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა. 

დეკანოზის შესახებ განცხადება გააკეთა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრია გვაზავამ, რომელიც აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის მონახულებას აპირებს.

„ჩვენ გვრჩება რა თქმა უნდა, საშუალება თხოვნით მიმართვის, მარგამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თხოვნა. ჩვენ თავისთავად, მოთხოვნის ფორმებში ვერ ვიურთიერთობებთ ვერც სამართლებრივ იურისპრუდენციასთან, ანუ სასამართლო სისტემასთან, ვერც ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს საშუალება თხოვნით მიმართვისა და ვერ გეტყვით, კვლავ მოხდება ამის გამეორება თუ არა, იმიტომ რომ სხვების მაგივრად პასუხს ვერ გაგცემთ,“ - აცხადებს მეუფე ანდრია (გვაზავა).

 

დღის ამბები