22 თებერვალი 2020,   13:47
ვრცლად
ოპოზიციის ვითომ კვალიფიციური კრიტიკა, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდლობაა- მამუკა მდინარაძე

საარჩევნო კოდექსში შესატან დაგეგმილ ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკას, უმრავლესობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ უპასუხა.

"ის, რომ ცესკოში ფოტოთი დასკანერებული ოქმის გადაგზავნა მანიპულაციის საშუალებას იძლევა, მტკნარი სიცრუეა. განცხადებები კეთდება მაშინ, როდესაც ეუთო-ოდირის დასკვნის გაზიარებას მთლიანად ვაპირებთ. ამასთან, საარჩევნო კოდექსში პოზიტიური ცვლილებები აისახება და ამ ფონზე ტექნიკურ თემებზე ასეთი, ვითომ კვალიფიციური კრიტიკის წინსწრებით გამოგდება არის, ამ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა," -  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს დეპუტატებს, არსებული რედაქციით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

დღის ამბები