21 თებერვალი 2020,   13:34
ვრცლად
საპროტესტო აქცია ირანში - დემონსტრანტები ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის ელჩის გაძევებას მოითხოვენ

ირანში საპროტესტო აქციაა. დემონსტრანტებმა ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის ელჩის გაძევება მოითხოვეს.

ირანელთა ნაწილმა დიპლომატს პერსონა ნონ გრატა უწოდა და მისი პოსტერიც დაწვა. მანამდე ირანის ხელისუფლებამ ბრიტანელი დიპლომატი ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის გამო, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და რამდენიმე საათით დააკავა.

მომხდარს დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოებამ თეირანის ქმედება დაგმო. მკაცრი იყო ლონდონის პასუხიც. შექმნილი ვითარების გამო, გაერთიანებულმა სამეფომ ირანის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა. ასევე, ლონდონმა თეირანში ბრიტანეთის საელჩოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

დღის ამბები