27 იანვარი 2020,   23:15
ვრცლად
ყველაფერი ერთ სივრცეში - ეროვნული ბიბლიოთეკა კინობიბლიოთეკას აფუძნებს

ეროვნული ბიბლიოთეკის საცავი ისტორიას 1700 წლიდან ინახავს. აქ დაცული უამრავი ნაშრომის, ლიტერატურისა და უნიკალური დოკუმენტაციის გარდა ქართული კინოს ძველი აფიშები, პლაკატები და კინოისტორია ინახება. თაროებზე საგულდაგულოდ შემოდებული მასალები გამომზეურდება და უკვე ხვალიდან, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ყველაფერი ერთ სივრცეში - ეროვნული ბიბლიოთეკა კინო ბიბლიოთეკას აფუძნებს.

კინობიბლიოთეკაში თავმოყრილი იქნება მსოფლიო და ქართული კინოს შესახებ ლიტერატურა, ნაშრომები, რეცენზიები. იქნება როგორც ტრადიციული სახით, ასევე ყველა საჭირო ინფორმაციის ციფრული ვერსიაც. იქნება სამკითხველო დარბაზი და ნებისმიერი მსურველი, ვინც ქართული კინოს ისტორიით დაინტერესდება, ყველა საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება. მსგავსი სივრცის არსებობა ხელს შეუწყობს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას, ახალი თაობის რეჟისორების მაქსიმალური ინფორმირებლობას და ჩვენი კინოსაგანძურის პოპულარიაზაციას.

არსებული არქივის პარალელურად, კინობიბლიოთეკა ოჯახებში თუ პირად კოლექციებში შემორჩენილ ძველი აფიშებისა და ლიტერატურის შეგროვებას იწყებს. ბეჭდვითი ნაშრომების პარალელურად, ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს მცირე კინო დარბაზიც, სადაც ქართული კინოს რეტროსპექტივის ნახვაც იქნება შესაძლებელი.

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

 

დღის ამბები