19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
"ვგმობ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმის ფაქტს" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ომბუდსმენმა დაგმო ფაქტი და აღნიშნა, რომ მსგავსი მოვლენების შეფასებისას არანაირი "მაგრამ" არ უნდა არსებობდეს.

"მინდა დავგმო დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა ანრი ოხანაშვილის და მის მცირეწლოვან შვილებზე ვერბალური თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი. არავითარი "მაგრამ" არ უნდა არსებობდეს მსგავსი შემთხვევების შეფასების დროს, როდესაც საქმე საჯარო პირების ოჯახის წევრებს, მითუმეტეს მცირეწლოვნებს ეხება და მისასალმებელია, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმაც მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს. პოლიტიკური პოლარიზების მიუხედავად, ჩვენ უნდა დავრჩეთ ადამიანებად და საზოგადოებად,"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ოჯახთან ერთად სავახშმოდ იმყოფებოდა. "ქართული ოცნების" წევრის თქმით, მისთვის უცნობი მამაკაცი მასთან მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ოხანაშვილის თქმითვე, მუქარა მისი შვილების მიმართაც იყო.

დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს სასამართლომ 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

დღის ამბები