25 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
ვენესულაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მომხრეებმა ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს

ვენესულაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მომხრეებმა ოპოზიციის წევრები, მათ შორის პარლამენტის სპიკერი ხუან გუაიდო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში არ შეუშვეს.

შენობის წინ ოპოზიციონერი დეპუტატების მანქანებს მადუროს აქტივისტები თავს დაესხნენ და მინები ჩაუმსხვრიეს.

თავდასხმის გამო ხუან გუაიდომ ეროვნული ასამბლეის სასახლის ტერიტორია დატოვა. ამის შემდეგ ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა საპარლამენტო სესია დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში გამართეს.

დღის ამბები