17 აპრილი 2024,   03:32
ვრცლად
ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ, სწორად წარმართავდა საქმიანობას - ვოლსკი გენერალური პროკურორობის კანდიდატზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ გენერალურ პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება სათანადოდ წარმართა. 

"ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, ძალიან ბევრი საქმეა გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომელიც, რატომღაც, არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს, ვინაიდან პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი, ვინაიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა. მას პირადად როგორც უკვე გამოჩნდა, არათუ დანაშაული მიუძღოდა არამედ, პრაქტიკულად, სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება. ასე რომ, ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.  

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

გადადგომის შემდეგ ირაკლი შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად დასაქმდა.

2019 წლის მარტიდან შოთაძემ სილქნეტის იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც შეითავსა.

დღის ამბები