18 აპრილი 2024,   06:23
ვრცლად
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის საკითხი, კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

ქარსელაძის თქმით, გზის ასაშენებლად პორტის არსებობა აუცილებელია და ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა.

"აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირშია ახალ ტენდერთან, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფარგლებში განხორციელდება. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი, ფაქტობრივად, გვაქვს. ახლა საუბარია იმაზე, სახელმწიფომ უნდა დახარჯოს თუ არა ასობით მილიონი ლარი იმ გზისთვის, რომლის პორტიც აქამდე ჯერ არ აშენებულა და მომავალში, ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ აშენდება,"- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზა უნდა გაეყვანა, რისთვისაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 11 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

დღის ამბები