16 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ავსტრალიაში გაწვიმდა - წვიმამ ცეცხლის 30 კერა ჩააქრო

ავსტრალიაში ხანგრძლივი გვალვის შემდეგ გაწვიმდა. უხვმა ნალექმა ახალი სამხრეთ უელსის შტატსა და ვიქტორიაში ცეცხლის 30 კერა ჩააქრო.

წვიმამ მელბურნში წყალდიდობა გამოიწვია. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ნალექმა კონტინენტს მცირე შვება მოუტანა. სინოპტიკოსების განცხადებით, ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში წვიმა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ავსტრალიაში სტიქიის ლოკალიზებას მაშველები სექტემბრის შემდეგ ცდილობენ. ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.

დღის ამბები