20 აპრილი 2024,   06:53
ვრცლად
ირაკლი შოთაძე შეძლებს პროკურატურა გადაიყვანოს რეფორმების ახალ რელსებზე - სტუ-ს წარმომადგენელი

"აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირაკლი შოთაძე შეძლებს პროკურატურა გადაიყვანოს რეფორმების ახალ რელსებზე" - ეს განმარტება ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დარეჯან მეფარიშვილმა უნივერსიტეტის მიერ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა. 

"ასოცირებული პროფესორი ირაკლი შოთაძე ჩვენთან აკადემიური საბჭოს მიერაა მოწვეული. კითხულობს ლექციებს და აკადემიურმა საბჭომ, რომელიც შედგება მეცნიერებისგანპროფესორებისგან, გადაწყვიტეს, რომ ირაკლი შოთაძე შეძლებს პროკურატურა გადაიყვანოს რეფორმების ახალ რელსებზე, იმიტომ, რომ ირაკლი შოთაძე მაღალი კლასის იურისტია,"- განაცხადა დარეჯან მეფარიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.  

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

გადადგომის შემდეგ ირაკლი შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად დასაქმდა.

2019 წლის მარტიდან შოთაძემ სილქნეტის იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც ითავსებდა.

დღის ამბები