20 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
ავსტრალიაში წვიმის მიუხედავად ექსპერტები გლობალური დათბობის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ

ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, ავსტრალიაში გაწვიმდა. უხვმა ნალექმა ახალი სამხრეთ უელსისა და ვიქტორიის შტატებში ცეცხლის 30 კერა ჩააქრო. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ნალექმა კონტინენტს მცირე შვება მოუტანა. წვიმამ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. წვიმის მიუხედავად ავსტრალიაში ტყე ისევ იწვის. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურის დაცემა და ნალექი, ხანძრის დარჩენილი კერების ჩაქრობას გაუადვილებთ. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქვეყნის აღმოსავლეთ შტატებში წვიმა რამდენიმე დღე გაგრძელდება.

"ჩვენ აუცილებლად უნდა შევამციროთ საწვავის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალური დათბობის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ადამიანებმა ამ საკითხს გაცილებით სერიოზულად უნდა შეხედონ, თუ ბუნებას არ გავუფრთხილდებით ისევ მსგავსი უბედურების წინაშე აღმოვჩნდებით," - აცხადებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი.

ეკოლოგების რამდენიმე წლიანი კრიტიკის შემდეგ, ავსტრალიის პრემიერი კლიმატის ცვლილების შესახებ პოლიტიკას ცვლის. სკოტ მორისონმა მთვარობას გლობალური დათბობის პრევენციისთვის სპეციალური გეგმის შემუშავება დაავალა.

"ავსტრალიელებმა არსებულ რეალობას უნდა ვუპასუხოთ. აუცილებელია გარემოს შესახებ ყველა საკითხს გადავხედოთ, ინდუსტრიული განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თუმცა, აუცილებელია მთავრობამ გეგმა შეიმუშაოს, რის მიხედვითაც შემცირდება საწვავის გამოყენება," - აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა.

ექსპერტები გლობალური დათბობის საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობენ და აცახდებენ, რომ ადამიანების გაუაზრებელმა ქმედებებმა მსოფლიო კატასტროფის წინაშე შეიძლება დააყენოს.

"გლობალური დათბობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მსოფლიო დამოუკიდებლობას არ შეცვლის. აირს რაღაცები რასაც მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხად ნეგატიურ შედეგებს მივიღებთ. ადამიანების ასეთი ქმედებების გამო მომავალში რა გველის უკვე ვხვდებით," - ამბობს ექსპერტი რიჩარდ ბეთსი.

ავსტრალიაში სტიქიის ლოკალიზებას მაშველები სექტემბრის შემდეგ ცდილობენ. ხანძრის შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა და 10 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. სტიქიურმა უბედურებამ მილიარდზე მეტი ცხოველი გაანადგურა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას ავსტრალიელ მაშველებთან ერთად, კანადელი და ამერიკელი მეხანძრეები იღებენ.

დღის ამბები