19 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
პუტინისა და ჯორჯ ბუშის ცეკვა - ვიდეო 2008 წელს სოჭშია გადაღებული

კრემლის მიერ პუტინის 20 წლიანი მმართველობის შესახებ, გავრცელებულ მასალაში ჯორჯ ბუშისა და ვლადიმერ პუტინის ცეკვის ამსახველი კადრები მოხვდა.

ვიდეო 2008 წელს სოჭშია გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ რუსეთის ლიდერი და შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი.

ჯორჯ ბუშისა და პუტინის შეხვედრა სოჭში ბუქარესტის სამიტის შემდეგ გაიმართა. სწორედ ამ სამიტზე უჭერდა მხარს შტატების პრეზიდენტი ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას. 2008 წელს სოჭში ორი ქვეყნის ლიდერებისთვის პრეზიდენტების რანგში ბოლო შეხვედრა იყო, ერთი თვის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა.

დღის ამბები