19 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვს

უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებას სთხოვს. კერძოდ, კიევმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიაწოდა ინფორმაცია რომ, ენერგეტიკულ კომპანიაზე, სადაც ჯო ბაიდენის შვილი მუშაობდა, რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა.

მომხდარის გამოძიებას უკრაინა FBI-ს სთხოვს. ამავე პრესკონფერენციაზე გაირკვა, რომ უკრაინაში ამერიკის ყოფილ ელჩზე სავარაუდო თვალთვალის დაწესების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

მანამდე, შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ გაავრცელა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის თანამშრომელი მარი იოვანოვიჩის მოხსნის თაობაზე, მოლაპარაკებებს კიევში მართავდა. იოვანოვიჩი უკრაინაში ელჩის პოსტიდან ტრამპმა მაისში გაათავისუფლა.

დღის ამბები