25 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
83 წლის მილიარდერი, პიკასოს ნახატის ქვეყნიდან გატანისთვის 52 მილიონი ევროთი დააჯარიმეს და პატიმრობა მიუსაჯეს

მადრიდის სასამართლომ, 83 წლის მილიარდერი, პიკასოს ნახატის ქვეყნიდან უკანონოდ გატანისთვის 52 მილიონი ევროთი დააჯარიმა და პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება 5 წლის წინ მომხდარ ფაქტს. ყოფილმა ბანკირმა ხაიმე ბოტინმა 2015 წელს, მის საკუთრებაში არსებული, პაბლო პიკასოს ტილო "ახალგაზრდა ქალის თავი" ქვეყნიდან უნებართვოდ გაიტანა და მისი გაყიდვა სცადა.

ნამუშევარი 26 მილიონ ევროდაა შეფასებული და ესპანეთის ეროვნულ განძად ითვლება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პიკასოს ტილო ესპანეთის სახელმწფო კუთვნილებაში გადავიდა. გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას მილიარდერის ადვოკატი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები