20 აპრილი 2024,   10:28
ვრცლად
სირია რუსეთის მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშებს განაგრძობს - დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

სირიისა მთავრობა რუსეთის მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაში საჰაერო იერიშებს განაგრძობს. ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ტერიორიებზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან ბავშვები.

ორგანიზაცია "თეთრი ჩაფხუტების" ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა ხალხმრავალი ადგილები, მათ შორის ბაზრები დაბომბეს. იერიში მიიტანეს ქალაქ ალეპოზეც. თავდასხმების შედეგად დაშავებულია 82 მშვიდობიანი მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, თურქეთთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის მხარდაჭერით სირიის მთავრობამ ავიაიერიშები გუშინ განაახლა.

დღის ამბები