20 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება/გასაღების ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება/გასაღების ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 დოლარად გაყიდა რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და 600 ამერიკული დოლარის საფასურად გაასაღა, რუსეთის ფედერაციაში შემავალი, ინგუშეთის რესპუბლიკის ყალბი მართვის მოწმობა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ყალბი მართვის მოწმობები. ასევე, მართვის მოწმობების მიღებასთან დაკავშირებული ყალბი საგამოცდო ბარათები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილით," - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

დღის ამბები