20 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
არსებობს რისკები, რომ შოთაძე გახდება მთავარი პროკურორი - ალექსანდრე კობაიძე

ირაკლი შოთაძეს აღიქვამენ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად, მთავარი ბრალმდებლის პოსტისთვის მებრძოლი სხვა კანდიდატებიც.

დაბრუნდება თუ არა ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია.

ადვოკატი, "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროცესის გამჭვირვალობისთვის ობიექტურად იმოქმედოს ჯერ საპროკურორო საბჭომ, ხოლო შემდეგ საქართვლოს პარლამენტმა.

"მე ვფიქრობ, აუცილებელია პროკურატურა არ იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი. მე შემიძლია საზოგადოებისგან ავიღო ვალდებულება და შევასრულო ეს ვალდებულება. არსებობს რისკები, რომ შოთაძე გახდება მთავარი პროკურორი, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული საპროკურორო საბჭოზე და ჩვენს პარლამენტზე," -განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები