17 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
"ოცნების" არჩევნებში წაგების შემდეგ, შოთაძეს პანჩურით გამოაგდებენ პროკურატურიდან - გიგი უგულავა

ირაკლი შოთაძის საგამოძიებო უწყებაში დაბრუნებას, ოპოზიცია მოსახლეობის შეურაცხყოფად აფასებს.

"საცოდავ დღეშია ივანიშვილი" - ასე გამოეხმაურა გიგი უგულავა შოთაძის პროკურორობის კანდიდატად წარდგენას. 

"შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის სირცხვილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" სათადარიგოთა სკამი ძალინ მოკლე აქვს. ასევე, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა საცოდავ დღეშია ივანიშვილი. ამხელა ფულისა და რესურსების პატრონია და ნორმალური, ახალი ადამიანი ვერ იპოვა კანდიდატურისთვის.

პირდაპირ ვეუბნები შოთაძეს და მათ, ვისაც მაგის იმედი აქვს, რომ "ქართული ოცნების" არჩევნებში წაგების შემდეგ, შოთაძეს პანჩურით გამოაგდებენ პროკურატურიდან თვითონ თანამშრომლები," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ.

დღის ამბები