19 თებერვალი 2020,   12:03
ვრცლად
ფარცხალაძის მორჩილი პაიკი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარი - ოპოზიცია შოთაძის კანდიდატურაზე

ოპოზიციის წევრებს, შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენასთან დაკავშირებით ერთი პოზიცია აქვთ. 

ისინი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებლად მოიაზრებენ.

"შოთაძე მაშინდელმა საპარლამენტო უმრავლესობამ გადააყენა. გვახსოვს, რომ უმრავლესობის ყველა წევრი უჭერდა ამას მხარს. შოთაძის დაბრუნება შედის, როგორც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში, ასევე უჩა მამაცაშვილის ინტერესებშიც, რომელიც ჩვენ ძირითად ეკონომიკურ რესურსებს არის დაპატრონებული," - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აკო მინაშვილი კი, შოთაძეს ფარცხალაძის მორჩილ პაიკად მოიხსენიებს. 

"ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ივანიშვილის არჩევანი, ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესება არ არის. მისი ერთადერთი არჩევანი, რაც დარჩა, არის ძალმომრეობა. სწორედ ამის ნიშანია შოთაძის პროკურორად წარდგენა. ყველამ ვიცით, რომ შოთაძე ფარცხალაძის ერთ-ერთი მორჩილი პაიკია," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა.

დღის ამბები