27 თებერვალი 2020,   00:05
ვრცლად
თუ არასამთავრობო ორგანიზაციას კარგი შემოთავაზება აქვს, დიდი სიამოვნებით ვიმსჯელებთ - უმრავლესობა შეწყალების კრიტერიუმებზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, თუ შეწყალების კრიტერიუმებზე მესამე სექტორს კონკრეტული წინადადებები ექნება, უმრავლესობის წევრები მზად არიან, მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთონ.

"თუ კარგი შემოთავაზება აქვს რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ან მათ ჯგუფს, რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით ვიმსჯელებთ. პრეზიდენტთან ერთად ჩვენც მზად ვართ ჩავერთოთ ამ საქმეში, მაგრამ სამწუხაროდ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული ვერც ერთი დამაჯერებელი პროექტი ვერ ვნახე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის კრიტერიუმები, რომელიც პრეზიდენტს აქვს და თუ ის რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმებს დაეყრდნობა, სავსებით საკმარისია," - აცხადებს სოფო კილაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

"ჩვენ ვიმუშავეთ უკვე და გადავეცით ჩვენი რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტს. მან გაითვალისწინა ეს ახალ რეგულაციებში და როგორც ნახეთ, განცხადება გააკეთა," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დისკუსია პრეზიდენტის მიერ შემუშავებულ შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

დღის ამბები