19 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
"დღევანდელი მოწმეების დაკითხვა დაცვის მხარის ტრიუმფი იყო" - 20 ივნისის საქმე

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის და კიდევ ორი ბრალდებულის საქმეზე ბრალდების 4 მოწმე დაიკითხა. მოწმეებმა დაკითხვისას აღნიშნეს, რომ აქტივისტების მხრიდან სხვადასხვა მძიმე საგნებს ისროდნენ, რა დროსაც ფიზიკურად დაშავდნენ.

ბესიკ თამლიანის და ზურაბ ბუდაღაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა დღევანდელ სასამართლოს "დაცვის მხარის ტრიუმფი" უწოდა.

"არ შეიძლება სახის, თვალების და თავის მიმართულებით ამ იარაღის გამოყენება და ეს, რეალურად, იყო გამოყენებული და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, ბრალდებასთან მათ პირდაპირი კავშირი, რა თქმა უნდა, არ აქვს და პირიქით, დღევანდელი მოწმეების დაკითხვა იყო დაცვის მხარის ტრიუმფი,"- განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ, საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანი უპასუხა, რომ ეს ბრალდების აღიარების გარეშე პროცედურულად შეუძლებელია.

"საპროცესო შეთანხმების საფუძველი არის ბრალდების შესახებ დადგენილების აღიარება. შესაბამისად, თუ ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს ან სადაოდ ხდის რაიმე გარემოებას, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია,"- განაცხადა გიორგი მუკბანიანმა.

დღის ამბები