25 აპრილი 2024,   05:46
ვრცლად
გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქცია-პერფორმანსის დროს ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.

ისინი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდნენ და ადგილზე სიმბოლურად მიიტანეს ბოტასები, რომელიც პროკურატურის მიმართულებით ისროლეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა სამართალდამცავების მხრიდან მათი დაკავება.

როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები