20 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო.

გამოძიების ვერსიით, მან საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3.000 ლარი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები