18 თებერვალი 2020,   02:23
ვრცლად
ჰარი და მეგანი "სამეფო უმაღლესობის" სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ - დედოფლის გადაწყვეტილება ცნობილია

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, დედოფალ ელისაბედ მეორის გადაწყვეტილებით, "სამეფო უმაღლესობის" სტატუსით ვეღარ ისარგებლებენ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფლის განცახდებაშია ნათქვამი.

ელისაბედ მეორეს გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის გაზაფხულიდან შევა.

"ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის უსაყვარლესი წევრები. ვაცნობიერებ იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებული ყურადღების გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდათ და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება" - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დედოფლის განცახდებაში.

დღის ამბები