25 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
თეირანში ჩამოვარდნილი "ბოინგის" შავ ყუთებს უკრაინას გადასცემენ

ირანი უკრაინას ჩამოგდებული თვითმფრინავის შავ ყუთებს გადასცემს. განცხადება ირანის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. ჰასან რეზაიფარის თქმით თეირანმა გადაწყვეტილება ოფიციალური კიევის თხოვნის შედეგად მიიღო.

ირანში აცხადებენ რომ თუ უკრაინა შავი ყუთების გაშიფვრას ვერ შეძლებს, მაშინ მათ ფრანგ სპეციალისტებს გადასცემენ.

უკრაინული ავიალაინერი თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. რამდენიმედღიანი უარის შემდეგ თეირანმა აღიარა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი მათმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო.

დღის ამბები