23 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
პარიზში 59 "ყვითელჟილეტიანი" დააკავეს - პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში ე. წ ყვითელჟილეტიანებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები დემონსტრაციაზე ემანუელ მაკრონის გადადგომას მოითხოვდნენ.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა აქციის 59 მონაწილე დააკავეს.

მომიტინგეები ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმასა და საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ. ქვეყანაში მასშტაბური გაფიცვა და გამოსვლები უკვე მეორე თვეა, გრძელდება.

დღის ამბები