24 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
ბეირუთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

ლიბანში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ბეირუთში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. პოლიციამ დემონსტარნტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი გამოიყენა. ადგილზე სპეცტექნიკის დამატებითი ძალების მობილიზაცია გახდა საჭირო.

დემონსტრანტები ქვეყნაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ.

დღის ამბები